14:11 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-01 10:59:03, 3028 ნახვა

ეკონომიკა
სამინისტროების დაფინანსება 2027 წელს იზრდება

 2027 წელს გაზრდილია რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება. მათ შორის: მიმდინარე წლის გეგმასთან შედარებით, 811,2 მლნ ლარით გაზრდილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები და განისაზღვრა 10 479,8 მლნ ლარით. -ამის შესახებ ბიუჯეტის პროექტში წერია, რომელიც პარლამენტში მთავრობამ წარადგინა.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 225,8 მლნ ლარით იზრდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება და 2 928,0 მლნ ლარი იქნება.

დოკუმენტის თანახმად, კულტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრება 370,0 მლნ ლარით, სპორტის სამინისტროს დაფინანსებაზე კი გამოყოფილია 382 მლნ ლარი.

რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებას 3 296,9 მლნ ლარია გათვალისწინებული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 1 015,0 მლნ ლარს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის კი გათვალისწინებულია 1 457,0 მლნ ლარი.

მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 145,0 მლნ ლარს. იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 490,4 მლნ ლარი. საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 232,8 მლნ ლარი. თავდაცვის სამინისტროსთვის კი გათვალისწინებულია 1 965,0 მლნ ლარი.

მომდევნო წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 680,0 მლნ ლარის დაფინანსება, რომელშიც გათვალისწინებულია პოლიციელთა ხელფასების ზრდა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
ნეთანიაჰუ: ირანი კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს ავითარებს, რომლებსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics