|
2026-09-30 18:11:41, 2366 ნახვა
პოლიტიკა
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებმაც არ მიატოვეს აფხაზეთის ძალით დაბრუნების იდეა. ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ, სოხუმში ე.წ „სამამულო ომში გამარჯვების 33-ე წლისთავისადმი“ მიძღვნილი სამხედრო აღლუმის მონაწილეებთან საუბრისას განაცხადა. „დღეს აფხაზეთში ცხოვრება მშვიდობიანია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს გარშემო ვითარება კვლავ რთულია. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებმაც არ მიატოვეს აფხაზეთის ძალით დაბრუნების იდეა. ეს მოითხოვს, რომ ჩვენ მუდმივად მზად ვიყოთ ჩვენი სამშობლოს დასაცავად. ჩვენ ვაძლიერებთ აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს, ვზრდით მათ საბრძოლო მზადყოფნას და ვავითარებთ სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას რუსეთის ფედერაციასთან“, - ციტირებს TASS სოხუმის ლიდერის სიტყვებს. „ჩვენ არ გვინდა ომი. ჩვენ გვინდა მშვიდობა და სიმშვიდე ჩვენი ხალხისთვის. მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ დავიცვათ ჩვენი მიწა, ჩვენი თავისუფლება და ჩვენი დამოუკიდებლობა. დღევანდელი აღლუმი არა მხოლოდ გამარჯვებულთა თაობისადმი პატივისცემაა. ეს იმის დასტურია, რომ აფხაზეთს ახსოვს თავისი ისტორია და აქვს ძალა, დაიცვას თავისი სამშობლო“. გუნბას თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს „იმისათვის, რომ ასეთი დიდი ფასად მოპოვებული მშვიდობა შენარჩუნდეს, აფხაზეთი განვითარდეს და გაძლიერდეს, ხოლო მომავალმა თაობებმა თავისუფლად იცხოვრონ სამშობლოში“. SOVA-მ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)