|
2026-09-30 17:56:16, 3989 ნახვა
ეკონომიკა
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად - „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ შეთავაზება ბიზნესს
„თეგეტა მოტორსი“ „გალფთან“ პარტნიორობას იწყებს. თანამშრომლობის ფარგლებში, პირველი შეთავაზება კორპორაციული მომხმარებლებისთვის უკვე მოქმედებს - Bridgestone-ის სატვირთო საბურავების შეძენისას კომპანიები „გალფის“ დიზელის საწვავს საჩუქრად მიიღებენ „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ ახალი შეთავაზება „თეგეტა ბიზნესისთვის“ ფარგლებში მოქმედებს და მიმართულია სატრანსპორტო კომპანიებისა და დიდი ავტოპარკის მქონე ბიზნესებისკენ. შეთავაზებით სარგებლობისთვის, მინიმუმ, 10 სატვირთო საბურავის შეძენაა საჭირო, ბონუსის მოცულობა კი შეძენილი საბურავების რაოდენობაზეა დამოკიდებული:
მიხეილ ვაშაკიძე, „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების მთავარი ოფიცერი: „ეს შეთავაზება ბიზნესის რეალური საჭიროებიდან გამომდინარე გაკეთდა - სატრანსპორტო კომპანიებისა და დიდი ავტოპარკის მქონე ბიზნესისთვის საოპერაციო ხარჯის ძირითადი ნაწილი საწვავია. გვინდოდა, ეს უბრალოდ საჩუქარი არ ყოფილიყო, ამიტომ, „გალფთან“ ერთად, პაკეტი ისე მოვამზადეთ, რომ მომხმარებლისთვის პრაქტიკული სარგებელი ჰქონოდა. რამდენიმე საფეხური იმიტომ დავაწესეთ, რომ შეთავაზება ნებისმიერი მასშტაბის ბიზნესისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. რაც შეეხება თავად ბრენდს, Bridgestone-ის უპირატესობა არის უსაფრთხოება, გამძლეობა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის პერიოდი. ჩვენ გვინდა, რომ Bridgestone-ის მოწინავე ტექნოლოგიები და მსოფლიო გამოცდილება ქართულ პრაქტიკაშიც დავნერგოთ და ჩვენს მომხმარებლებს საკუთარი შედეგებით ვაჩვენოთ, რა სარგებელს იღებენ“. „თეგეტა მოტორსი“ კორპორაციულ მომხმარებლებთან თანამშრომლობისას PPK-ს (Price Per Kilometer), ანუ თითოეულ გავლილ კილომეტრზე დანახარჯის პრინციპს იყენებს. მიდგომა Bridgestone-ის საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება. ბიზნესისთვის მთავარი საბურავის ერთჯერადი ფასი კი არ არის, არამედ ის, თუ რამდენ ხანს გაძლებს და რამდენ კილომეტრს გაივლის ამ საბურავით მომხმარებელი. „დღეს ბევრი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთჯერადად გადახდილი თანხა, არამედ ფასი თითოეულ გავლილ კილომეტრზე. ჩვენთვის ეს გრძელვადიანი ურთიერთობაა და არა ერთჯერადი გარიგება. PPK-ს პროექტში უკვე 70-მდე პარტნიორი კომპანია ჩაერთო, მათ შორის დიდი ავტოპარკის მქონე კომპანიებიც. ბიუჯეტურ საბურავსა და Bridgestone-ს შორის დანაზოგი ერთ კილომეტრზე 30%-მდე გამოდის. ჩვენი გათვლებით, ბიზნესსეგმენტის მიხედვით, 20-სატვირთოავტომობილიანი ავტოპარკისთვის წლიური დანაზოგი 50-დან 70 ათას ლარამდეა, რაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი შედეგია“, - აღნიშნავს მიხეილ ვაშაკიძე. სერვისის სრული პაკეტი საწვავის ბონუსის გარდა, Bridgestone-ის სატვირთო საბურავების შეძენისას კომპანიები სხვა სარგებელსაც მიიღებენ:
„თეგეტა მოტორსსა“ და Bridgestone-ს შორის პირველი ხელშეკრულება 1998 წელს გაფორმდა. მას შემდეგ კომპანია საქართველოში ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია. დღეს „თეგეტა მოტორსი“ Bridgestone-ს ექსკლუზიურად წარმოადგენს სამ ქვეყანაში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ ერთობლივი შეთავაზებით სარგებლობა 7 ნოემბრამდეა შესაძლებელი. თუმცა პარტნიორობა აქ არ სრულდება - მხარეები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ოფიციალურად მომავალ კვირას გააფორმებენ, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ სარგებელს შესთავაზებენ.
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
ნეთანიაჰუ: ირანი კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს ავითარებს, რომლებსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)