2026-09-29 10:34:24, 7208 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. დარტყმის ქვეშ მოყვა ქალაქის რამდენიმე რაიონი. ვიტალი კლიჩკოს ცნობით, სოლომენსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა სასწავლო დაწესებულების ერთ-ერთ კორპუსში, ასევე დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტი.
პეჩორსკის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა სამსართულიან არასაცხოვრებელ შენობას.
გოლოსეევსკის რაიონში კი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დაიწვა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, დაშავდა ერთი ადამიანი. მაშველებმა დამწვარი სახლიდან 10 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
სოლომენსკის რაიონში ორი კერძო სახლი დაზიანდა. რუსული თავდასხმის შედეგად გამოწვეული ყველა ხანძარი ჩამქრალია.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან