2026-09-29 10:13:27, 1763 ნახვა
სამართალი
გელა ხასაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრმა, გელა ხასაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
ხასიას საპროცესო შეთანხმება რამდენიმე თვის წინ გაუფორმდა. პირობების თანახმად, სამოქალაქო აქტივისტმა 1 წელი ციხეში უნდა მოიხადოს, რის შემდეგაც 3 წელი პირობითი მსჯავრი ექნება.
გელა ხასაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან