|
2026-09-28 17:12:58, 8519 ნახვა
ევროპის ამბები
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
ევროკავშირმა უკრაინაში სამხედრო საწვრთნელი მისიის (EUMAM UA) მანდატი 2028 წლის ნოემბრამდე გაახანგრძლივა და გამოაცხადა ორი სასწავლო ცენტრის ხელახლა გახსნის განზრახვის შესახებ, რათა დააჩქაროს მისი ჯარისკაცების წვრთნა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინაში სამხედრო საწვრთნელი მისიის გამოცდილების სტრატეგიული მიმოხილვის პირველი ფაზის დაწყებაზე და მისი მანდატი ორი წლით გაახანგრძლივეს“, - თქვა მან. მისი თქმით, ეს ასევე მოიცავს კიევში „საკოორდინაციო ცენტრის შექმნას უკრაინაში საბრძოლო ოპერაციებიდან მიღებული გაკვეთილების შესასწავლად და მათი ახალი ჯარისკაცების წვრთნაში გამოყენებისთვის“. ევროკავშირის დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი აპირებს დააჩქაროს უკრაინაში ორი სასწავლო ცენტრის ხელახლა გახსნა, რათა დააჩქაროს ახალი ჯარისკაცების წვრთნა. ამისთვის თანხები შეაგროვეს გერმანიამ, ნიდერლანდებმა, დანიამ, ირლანდიამ და ლუქსემბურგმა.
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლოდ შეაფასა
რუბიო: უკრაინას ჯერ არ აქვს წვდომა Starshield-ის სამხედრო სისტემაზე
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობა დასავლეთის ქვეყნების საიმიგრაციო პოლიტიკას დაუკავშირა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)