10:06 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-28 11:56:03, 11479 ნახვა

კულტურა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის საინტერესო შესაძლებლობებისა და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, 17 ოქტომბერს Factory Tbilisi-ში Tbilisi Hip-Hop Festival გაიმართება. 

ფესტივალი ურბანული კულტურის სხვადასხვა მიმართულებას - მუსიკას, ქუჩის ცეკვასა და ვიზუალურ ხელოვნებას ერთ სივრცეში გააერთიანებს და სტუმრებს ჰიპ-ჰოპის კულტურასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან გამოცდილებას შესთავაზებს. 

Tbilisi Hip-Hop Festival-ის მუსიკალური პროგრამის მთავარი არტისტი ბრუკლინელი Talib Kweli იქნება, ჰიპ-ჰოპის სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. ის ცნობილია Mos Def-თან ერთად შექმნილი საკულტო პროექტით Black Star და სოციალური თემატიკით გამორჩეული შემოქმედებით. 

ფესტივალზე ასევე წარდგებიან სამხრეთ ლონდონის რეპ-სცენის გამორჩეული ხმა FLOHIO, თანამედროვე ქართული ჰიპ-ჰოპის  წამყვანი არტისტები TAHA, Kay G და Mush One, ასევე სხვა სპეციალური სტუმრები. 

ფესტივალის პროგრამა სხვადასხვა შოუქეისსაც მოიცავს, მათ შორის Sioni Hi-Fi Soundsystem-სა და Red Bull Dance Your Style-ის Street Dance Showcase-ს. Graffiti Battle-ის ფარგლებში კი არტისტები ნამუშევრებს მაყურებლის თვალწინ შექმნიან. ადგილზე ასევე ჩატარდება producer battle. 

ამასთან ერთად, ფესტივალის კულტურულ ზონაში წარმოდგენილი იქნება ფოტოგამოფენა 50 Iconic Moments of Hip-Hop History, რომელიც ჰიპ-ჰოპის ნახევარსაუკუნოვან ისტორიას და ჟანრის საკულტო მომენტებს გააცოცხლებს. ასევე მოეწყობა ფილმების ჩვენების სივრცე, სადაც დღის განმავლობაში ჰიპ-ჰოპ კულტურასთან დაკავშირებულ ქართულ და უცხოურ დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს აჩვენებენ. 

ფესტივალის ტერიტორიაზე სტუმრებს ასევე დახვდებათ Food Court, ბარი და სხვადასხვა გასართობი და ინტერაქციული სივრცე. 

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და ბილეთების სანახავად ეწვიეთ ბმულს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics