2026-09-27 19:10:10, 2659 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ეხმაურება სოხუმის დაცემის დღეს.
“27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღედ რჩება.
პატივს მივაგებთ ომში დაღუპულთა ხსოვნას და ვფიქრობთ მათზე, ვინც დღემდე ვერ ახერხებს საკუთარ სახლში დაბრუნებას”, - წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან