19:11 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-27 12:40:26, 2795 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!

დღეს სოხუმის დაცემის დღეა. ყველაზე ცუდი დღე. არავინ და არაფერი არ მახსენდება ამ დღეს. ჩემთვის მას არც სიმბოლო ჰყავს, არც გმირი, არც ანტიგმირი. საშინელი, ცარიელი, შავი დღეა, როცა ყველაფერი დამთავრდა. - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს სოხუმის დაცემის დღეა. ყველაზე ცუდი დღე. არავინ და არაფერი არ მახსენდება ამ დღეს. ჩემთვის მას არც სიმბოლო ჰყავს, არც გმირი, არც ანტიგმირი. უამრავი გმირი, სიმბოლო, ტრაგედია, ბევრზე ბევრი ანტიგმირი სხვა დღეებზე ნაწილდება - მანამდეც და მერეც - მაგრამ არა ამ დღეზე. ამ დღეს არავინ არ ჰყავს, საშინელი, ცარიელი, შავი დღეა, როცა ყველაფერი დამთავრდა. არა და, ბევრისთვის ჯოჯოხეთი ამ დღეს დაიწყო: ჭუბერის, დევნილობის სიმწარის, მოლოდინის უიმედობის. მაგრამ ეს მაინც ყველაზე უარესი დღეა. ეს მაინც ბოლო დღეა, როცა ყველაფერი დამთავრდა. არ ველოდები, სხვებთან ერთად ვცდილობ მოვაახლოო თეთრი დღე, რომელიც ყველაფერს ხელახლა დაიწყებს. ისევ იმ ზღვას, ისევ იმ სახლს, ისევ იმ სუნს, ისევ იმ სიმყუდროვეს დამიბრუნებს. დაგვიბრუნებს ყველას. არ მახსოვს, ამ დღეს როდის გავედი ბოლოს სახლიდან. დღეს გავდივარ, რათა ზუსტად ის ვთქვა, რომ ერთად დავდგებით და თეთრი დღეც დადგება. დღე, როცა ყველაფერი ხელახლა დაიწყება: ისევ ის ზღვა, ისევ ის სახლი, ისევ ის სუნი, ისევ ის სიმყუდროვე. დღეს, 27 სექტემბერს, 7 საათზე, მსვლელობა უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან გმირთა მოედნამდე. პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია! ყველა, ვინც გვაშორებს თეთრ დღეს, ისტორიას უნდა ჩაბარდეს, მის ფურცლებზე შავი ასოებით ჩასაწერად! ერთად, გმირების მემორიალთან, 7 საათზე!”, - წერს ნიკა გვარამია.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics