19:11 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-27 11:58:31, 2228 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი – საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადატვირთვის გზით მიდის

ვიტოვებთ უფლებას, რომ ვიყოთ კრიტიკული ნებისმიერი სახელმწიფოს თუ პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ვინმეს თუ უნდა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის გაჩუმება იმისთვის, რომ კომფორტში იყო, ამისთვის ერთადერთი გზა არის,  ქართველ ხალხს თავს არ დაესხან.

„ამერიკასთან ურთიერთობას რაც შეეხება, ბოლო თვეების დინამიკა აჩვენებს, რომ ეს ურთიერთობები მიდის გადატვირთვის გზით, ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. კერძოდ, დაინიშნა ელჩის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, რომელიც ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ, საგარეო უწყებებს შორის არსებობს კომუნიკაცია, მათ შორის „ტრამპთაუერის“ განხორციელება დაიწყო საქართველოში, რაც გულისხმობს ტრამპის პირად, პერსონალურ ნდობას საქართველოს სტაბილური განვითარების მიმართ. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ სწორი დინამიკა არის ამ ურთიერთობებში. ჩვენ განვაცხადეთ, რა არის ჩვენი საზომი, როდის შეგვეძლება თქმა, რომ ეს ურთიერთობა სრულად შეესაბამება ჩვენს წარმოდგენებს. ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება არის ის საზომი, როცა ვიტყვით, რომ კმაყოფილი ვართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics