|
2026-09-26 10:49:58, 2003 ნახვა
მსოფლიო
სენატორთა ჯგუფმა ტრამპს მოუწოდა, გააუქმოს პუტინის მოწვევა G20-ის სამიტზე
14 ამერიკელი სენატორის ორპარტიულმა ჯგუფმა მოუწოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, გააუქმოს ვლადიმერ პუტინის მოწვევა დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე, იტყობინება The Washington Post, მის ხელთ არსებული სენატორების წერილის მოყვანილობით. „პუტინი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი, აგრესიული ომის დაწყებაზე. მისთვის შეერთებულ შტატებში G20-ის სამიტზე დასწრების ნებართვა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმ მთავრობის ლეგიტიმაციასა და ნორმალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც ყოველდღიურად აგრძელებს უკრაინაში სამოქალაქო სამიზნეების დაბომბვას“, - ნათქვამია წერილში. სენატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ პუტინი, რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და რუსული დელეგაციის სხვა წევრები აშშ-ის სანქციების ქვეშ არიან იმ ქმედებებისთვის, რომლებსაც ვაშინგტონი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს. წერილის ავტორების თქმით, თუ პუტინი არ იქნება იზოლირებული საერთაშორისო საზოგადოებისგან, მას ნაკლები მოტივაცია ექნება ომის დასასრულებლად. წერილს სპონსორები იყვნენ რესპუბლიკელი სენატორი როჯერ ვიკერი მისისიპიდან და დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი ნიუ ჰემფშირიდან. მას ხელი მოაწერეს კიდევ ექვსმა დემოკრატმა და ექვსმა რესპუბლიკელმა. ვიკერი სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს ხელმძღვანელობს, ხოლო შაჰინი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი დემოკრატი წევრია. „ვაშინგტონ პოსტმა“ ასევე აღნიშნა, რომ სილუანოვის მონაწილეობამ გასულ თვეში ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ ეშვილში, დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაში რამდენიმე ქვეყნის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. კერძოდ, ევროკავშირის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ რუსი მინისტრი შეხვედრის მონაწილეთა ჯგუფურ ფოტოზე არ ყოფილიყო გამოსახული. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პუტინის მოწვევის შესახებ დეკემბერში გასამართ დიდი ოცეულის სამიტზე ოთხშაბათს, 23 სექტემბერს, გამოაცხადა. მან სამიტს პუტინისთვის შესაძლებლობა უწოდა „ჩაერთოს არა მხოლოდ პრეზიდენტთან (აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან - TMT), არამედ სხვა მსოფლიო ლიდერებთანაც“.
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)