20:40 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 13:44:50, 784 ნახვა

კომენტარი
მიხეილ გიორგაძე: „Check in Georgia“ უფრო ეკონომიკური პროექტია, ვიდრე კულტურული

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძის განცხადებით, „Check in Georgia“ უფრო ეკონომიკური პროექტია, ვიდრე- კულტურული. ამიტომ, მისივე განმარტებით, მიზანშეწონილია, რომ  ასეთი ღონისძიებებისთვის თანხები სარეზერვო ფონდიდან და ბიუჯეტიდან იხარჯებოდეს.

„როდესაც ვსაუბრობთ პროექტზე „Check in Georgia“, ეს არ არის უბრალოდ კულტურული ღონისძიების ჩამონათვალი და რამდენიმე კონცერტის დაფინანსების საკითხი. მსჯელობა იმაზე, რამდენად მიზანშეწონილია ასეთი ღონისძიებებისთვის თანხები იხარჯებოდეს სარეზერვო ფონდიდან და ბიუჯეტიდან, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ბევრად უფრო ეკონომიკური პროექტი, ვიდრე კულტურული პროექტი, რომელიც არის ძალიან პრაგმატულად გააზრებული და გათვლილი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ მასშტაბის, დონის, ხარისხის მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს და ეჭვი მეპარება, რომ ამაზე სერიოზულად უნდა ვიკამათოთ,  ამ დონისა და მასშტაბის პროექტები ქვეყნის ცნობადობას, პოპულარიზაციას და იმიჯის დამკვიდრებას უწყობენ ხელს, რაც დადებითად აისახება ტურისტული ნაკადების, როგორც შიდა, ასე გარე გააქტიურებაზე, რასაც თავის მხრივ ბუნებრივია მოყვება ხელშეწყობა ადგილობრივი მეწარმეების”, - განაცხადა გიორგაძემ.

Check in Georgia კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. პროექტ check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში რობი უილიამსის გარდა, ჯგუფი Maroon 5, ეროს რამაზოტი და ხოსე კარერასი ჩამოვლენ. პირველ კონცერტს 24 მაისს ეროს რამაზოტი თბილისში, სპორტის სასახლეში გამართავს.

შემდეგ 27 მაისს „დინამო არენაზე“ რობი უილიამსი იმღერებს, 7 ივნისს ბათუმში Maroon 5-ის კონცერტი გაიმართება, ხოლო 18 ივნისს ქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტი მისი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩატარდება, როცა ის მსოფლიოს ემშვიდობება (შემოქმედებით კარიერაში). პროექტ Check in Georgia-სთვის 29 მილიონი გამოიყოფა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics