|
2026-09-22 19:04:48, 3182 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის (TSCFP) ფარგლებში, Leading DMC Supply Chain Finance Award მოიპოვა. ჯილდო ბანკს 12-ე ყოველწლიურ TSCFP Awards-ზე გადაეცა, სადაც აღინიშნა ბანკის მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობაში, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებაში. ჯილდო წელს პირველად დაწესდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ და საქართველოს ბანკი სიაში პირველია, ვინც ეს ჯილდო მიიღო. ეს აღიარება ხაზს უსვამს ბანკის ლიდერულ როლს მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების განვითარებასა და ბიზნესებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობაში. ელენე ცხადაია, საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი: "მოხარული ვართ, რომ აზიის განვითარების ბანკისგან მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მივიღეთ და ის აზიის განვითარების ბანკისთვის (ADB) პირველი ჯილდოა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ბანკის როლს ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების მიმართულებით და იმ მხარდაჭერას, რომელსაც ბანკი ბიზნესებს საერთაშორისო ბაზრებზე განვითარებასა და ზრდაში უწევს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორებთან ერთად შევქმნათ ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ მათ საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას. გვჯერა, რომ ADB-სთან ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობის შექმნის საფუძველი იქნება". სტივენ ბეკი, აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის ხელმძღვანელი: "ეს აღიარება ასახავს საქართველოს ბანკის წარმატებულ გამოცდილებას საქართველოს ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით. სწორედ ასეთი პარტნიორობა წარმოადგენს ჩვენი საქმიანობის მთავარ მიზანს: ვაჭრობის დაფინანსების სფეროში არსებული დეფიციტის აღმოსაფხვრელად საჭიროა ძლიერი ადგილობრივი პარტნიორები, რომლებიც კარგად იცნობენ საკუთარ ბაზარს და მზად არიან, მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, ინოვაციური მიდგომები დანერგონ. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას მომავალ წლებში." ADB-ის TSCFP Awards-ის ფარგლებში, Leading DMC Supply Chain Finance Award-ის ღონისძიება 8 სექტემბერს სინგაპურში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონია Global Trade Review-ის (GTR) Asia Conference-ის პარალელურად ჩატარდა და მას სავაჭრო დაფინანსების სფეროს წამყვანი პროფესიონალები, პარტნიორი ბანკები და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)