19:28 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-22 10:43:28, 2287 ნახვა

ეკონომიკა
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

დღეიდან თიბისი და Visa Glovo-ს კურიერებს ექსკლუზიურად მათთვის შექმნილ საგადახდო ბარათს - „Glovo-ს პარტნიორის ბარათი“- შესთავაზებენ.

Glovo-ს კურიერების საჭიროებებზე მორგებული ერთობლივი ბარათის ოფიციალური პრეზენტაცია, რომლის ანალოგიც საქართველოს ბაზარზე ჯერ არ შექმნილა, 21 სექტემბერს, სასტუმრო რუმსის საკონფერენციო სივრცეში გაიმართა.

Glovo საქართველოში მოთხოვნის შესაბამისად მიწოდების უდიდეს ქსელს მართავს, რომელსაც ყოველთვიურად 5,000-ზე მეტი აქტიური პარტნიორი კურიერი ემსახურება. აღნიშნული ბარათი მათ შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ მეტი სარგებელი ყოველდღიური გადახდებისგან.

პარტნიორის ბარათით Glovo-ს კურიერები შეუფერხებელ საბანკო მომსახურებასთან ერთად, მათი საქმიანობისთვის აუცილებელ პროდუქტებსა და მომსახურებებზე მუდმივი ფასდაკლებებითა და ქეშბექებით ისარგებლებენ, რაც მათ ყოველდღიურ საქმიანობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

„თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ არა მხოლოდ საბანკო პროდუქტები, არამედ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას რეალურად ამარტივებს. ექსკლუზიურად Glovo-ს პარტნიორი კურიერებისთვის შექმნილი ბარათი სწორედ ამ მიდგომის მაგალითია.

გვჯერა, რომ ასეთი თანამშრომლობები ხელს უწყობს თანამედროვე საბანკო გამოცდილების განვითარებას და მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულების შექმნას“, - სანდრო რთველაძე, თიბისის საცალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

Glovo-ს კურიერებისთვის პარტნიორის ბარათი უკვე ხელმისაწვდომია და მისი შეკვეთა შესაძლებელია Glovo Rider აპლიკაციიდან. ბარათი ემატება თიბისი მობაილბანკს და გამოიყენება Apple Pay და Google Pay გადახდებისთვისაც.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics