|
2026-09-21 14:49:59, 2339 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება - „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ინოვაციებსა და განვითარებას პასუხისმგებლიან მიდგომასთან აერთიანებს. სწორედ ამ ხედვას დაეთმო თიბისის 2026 წლის მდგრადი განვითარების ღონისძიება, რომლის მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტის კავშირი მდგრადი განვითარების შესაძლებლობებთან. თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გამართულ ღონისძიებას 100-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ პარტნიორი ორგანიზაციების, საერთაშორისო ინსტიტუტების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე თიბისის თანამშრომლები და მომხმარებლები. ღონისძიება ნინო მასურაშვილმა, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ და რისკების მართვის დირექტორმა, გახსნა. მან ისაუბრა ბანკის ტექნოლოგიურ მიღწევებსა და იმ დადებით ზეგავლენაზე, რომელსაც დღეს ინოვაციები ბიზნესზე, თანამშრომლებსა და საზოგადოებაზე ახდენს. თიბისის ESG კოორდინატორმა მაკა ბოჭორიშვილმა წარადგინა კომპანიის საქმიანობა მდგრადი განვითარების მიმართულებით. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა მდგრადი პორტფელის, მწვანე დაფინანსების, განახლებადი ენერგიის, ქალთა გაძლიერების, მრავალფეროვნებისა და მდგრადი განათლების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. შეხვედრის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა ბრიტანეთის ინჟინერიის სამეფო აკადემიის საწარმოთა და სივრცითი განვითარების დირექტორის, ანა ავალიანის მოხსენება მდგრადი ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე. მან ისაუბრა საერთაშორისო პრაქტიკაზე, დამკვიდრებულ მოსაზრებებსა და რეალურ პოტენციალზე. ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს თიბისის ტექნოლოგიური მიმართულების წამყვანმა სპეციალისტებმა - კონსტანტინე ხოფერიამ და ნუცა აბაზაძემ, ასევე პარტნიორი კომპანიების - GAIA-ს წარმომადგენელმა შოთა ელყანიშვილმა და Databricks-ის წარმომადგენელმა გრაცია ფრონტოზომ. მათ ყურადღება გაამახვილეს ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე, AI-სა და ინკლუზიურობის ურთიერთკავშირსა და იმ სამომავლო პერსპექტივებზე, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, ბიზნესსა და მთლიანად საზოგადოებაზე. ღონისძიება ნათელა გრიგალაშვილის პრეზენტაციითა და გამოფენის ტურით დასრულდა. მან აუდიტორიას მდგრადობისა და ხელოვნების ურთიერთკავშირი, ფერეიდანში მცხოვრები ქართველების ისტორია და დოკუმენტური ფოტოგრაფიის მნიშვნელობა გააცნო - როგორც მეხსიერების, ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საშუალება. თიბისი უკვე წლებია ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას მდგრადი განვითარების საკითხების განსახილველად, რათა საზოგადოებას გაუზიაროს არსებული ცოდნა, შესაძლებლობები და ახალი პერსპექტივები. კომპანია მომავალშიც გააგრძელებს ამ ტრადიციას და ყოველწლიურად ახალ აქტუალურ თემებს შემოგვთავაზებს.
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)