|
2026-09-21 12:51:22, 1619 ნახვა
ეკონომიკა
Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულზე (UNGA High-Level Week), ნიუ-იორკში სელფი ორი მომხსენებლით იქნება წარმოდგენილი - კომპანიის გენერალური დირექტორი როსტომ ტალახაძე და რისკებისა და შესაბამისობის დირექტორი ია მამეიშვილი პანელურ დისკუსიებში მონაწილეობენ. სელფის გენერალური დირექტორი, გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) Leaders Summit 2026-ზე მონაწილეობს სესიაში „Integrity as a Competitive Advantage“ („კეთილსინდისიერება, როგორც კონკურენტული უპირატესობა“), რომელიც ბიზნესის, აკადემიური სფეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს. სესიის მომხსენებლებს შორის არიან Harvard Business School-ის პროფესორი ლინ პეინი და Deloitte-ის, RELX-ის, Safaricom-ის, AtkinsRéalis-ისა და CMPC-ის წარმომადგენლები. Leaders Summit-ი გაეროს გლობალური შეთანხმების ყოველწლიური შეხვედრაა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში იმართება. წელს სამიტი 22-23 სექტემბერს ნიუ-იორკში თავს მოუყრის მსოფლიოს ბიზნესლიდერებსა და ექსპერტებს, მდგრადი ზრდისა და გლობალური გამოწვევების საპასუხოდ კერძო სექტორის როლის განსახილველად. სესიაზე როსტომი საერთაშორისო აუდიტორიას სელფის ტრანსფორმაციის გამოცდილებასა და კომპანიის ხედვას გაუზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კეთილსინდისიერება და შესაბამისობის მაღალი სტანდარტები იქცეს არა მხოლოდ კორპორაციულ ვალდებულებად, არამედ ნდობისა და გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობის საფუძვლად. 25 სექტემბერს კი, სელფის რისკებისა და შესაბამისობის დირექტორი ია მამეიშვილი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ია დისკუსიის „AI and People: Inclusion, Skills, and the Future of Work“ მომხსენებელი იქნება. მსჯელობა ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებას, სამუშაო გარემოს ცვლილებას, ახალი უნარების განვითარებასა და ინკლუზიურ ციფრულ ტრანსფორმაციას შეეხება. ია საერთაშორისო აუდიტორიას ხელოვნური ინტელექტის ეთიკის, მმართველობისა და პასუხისმგებლიანი გამოყენების მიმართულებით საკუთარ ხედვასა და პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებს. სელფის მონაწილეობას ხსენებულ დისკუსიებში კომპანიის მიერ ბიზნესის კეთილსინდისიერებისა და შესაბამისობის მიმართულებით განხორციელებული ინიციატივებიც ამყარებს. 2025 წელს სელფი გახდა ერთადერთი ტელეკომ კომპანია საქართველოში, რომელმაც ISO 37001 ანტიკორუფციული მართვის სისტემისა და ISO 37301 შესაბამისობის მართვის სისტემის საერთაშორისო სერტიფიკატები მოიპოვა. სელფი ასევე არის გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი და აქტიურად მონაწილეობს პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკის, გამჭვირვალობისა და მდგრადი განვითარების ხელშემწყობ აქტივობებში.
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)