22:58 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-21 00:54:54, 3075 ნახვა

მსოფლიო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს

„ერთიანი რუსეთის“ კანდიდატებმა ხმების უმრავლესობა 161 ერთმანდატიან ოლქში მოიპოვეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული ეს მონაცემები ბიულეტენების 20,12%-ის დამუშავების შემდეგ მიიღეს.

საერთო ჯამში, პარლამენტის ქვედა პალატის ნახევარი — 225 დეპუტატი — ერთმანდატიან ოლქებშია არჩეული. მეორე ნახევარი კი პარტიული სიებით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოთხ ერთმანდატიან ოლქში რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია ლიდერობს, სამში — „სამართლიანი რუსეთი“, კიდევ სამში — დამოუკიდებელი კანდიდატები, ხოლო ორში — რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია.

პარტიული სიების მიხედვით, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ადრე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ ოქმების დაახლოებით 14%-ის დამუშავების შემდეგ, „ერთიან რუსეთს“ დაახლოებით 57% ჰქონდა, რუსეთის ფედერაციის კომუნისტურ პარტიას (CPRF) დაახლოებით 14%, რუსეთის ლიბერალურ დემოკრატიულ პარტიას (LDPR) დაახლოებით 9%, „ახალ სახალხო პარტიას“ დაახლოებით 8%, ხოლო „სამართლიან რუსეთს“ 5.16%.

„ერთიან რუსეთს“ წინა ორი მოწვევის სახელმწიფო სათათბიროში - მეშვიდე და მერვე - კონსტიტუციური უმრავლესობა - 300-ზე მეტი ადგილი ჰქონდა. მეექვსე მოწვევის პარლამენტის ქვედა პალატაში „ერთიან რუსეთს“ მარტივი უმრავლესობა (238 ადგილი) ჰქონდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics