|
2016-04-08 12:40:57, 451 ნახვა
საზოგადოება
ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების იდენტიფიცირება დასრულდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილტა მინისტრის სოზარ სუაბრის განცხადებით, აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების იდენტიფიცირება დასრულდა. როგორც სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 12 მებრძოლის იდენტიფიცირებულ ნეშტს დღეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. „დღეს ხდება კიდევ 12 მებრძოლის გადასვენება სამებაში, რომლებიც აფხაზეთიდან არიან გადმოსვენებულები და ამით მთავრდება თვითმფრინავში დაღუპული ბიჭების იდენტიფიცირება, გადმოსვენება, მათ შორის ორი ისეთიც არის, რომელთა შესახებ ოჯახის წევრებს ეჭვი კი ქონდათ, მაგრამ ზუსტი ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ იყვნენ თუ არა მათი ოჯახის წევრები ამ კონკერტულ თვითმფრინავში, მთლიანობაში გადმოსვენებულია ძირითადად აფხაზეთიდან 251 ჯარისკაცი, მებრძოლი, რომლებიდან 43 არის იდენტიფიცირებული და დანარჩენის იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს, ძალიანდ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ საერთაშორისო წითელ ჯვარს და აფხაზურ მხარეს იმ თანამშრომლობისთვის, რომელსაც ისინი ჩვენთან აწარმოებენ”,-განაცხადა სოზარ სუბარმა. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 8-9 აპრილს (8 აპრილი - 18:00 საათი, 9 აპრილი - 12:00 საათი) გაიმართება. აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 9 აპრილს, 15:00 საათზე (გამოსვენება სამების ტაძრიდან 14:00 საათი) სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ცნობისთვის, 2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა ბაბუშერას ძმათა სასაფლაოს გახსნა და ცხედრების ექსჰუმაცია. ამ ეტაპზე, ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული 43-ვე ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია.
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)