22:57 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-20 10:30:51, 1927 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვის აეროპორტებში 30-ზე მეტი რეისი ვერ დაეშვა

TASS-ი დედაქალაქის აეროპორტების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მოსკოვის აეროპორტებში 30-ზე მეტი რეისი ვერ დაეშვა არსებული უსაფრთხოების შეზღუდვების გამო.

შერემეტიევის აეროპორტისკენ მიმავალი დაახლოებით 25 თვითმფრინავი ალტერნატიულ აეროდრომებზე გადამისამართდა. აეროპორტის საინფორმაციო სამსახურის ცნობით, რეისები ნიჟნი ნოვგოროდში, ყაზანში, ჩებოქსარში, სანქტ-პეტერბურგში, სამარასა და ნიჟნეკამსკში გადამისამართდა.

ვნუკოვოში კიდევ დაახლოებით 10 რეისი ვერ დაეშვა. მათ შორის იყო რეისები ჰურგადადან, ნოვოსიბირსკიდან, ფერგანადან, ჩელიაბინსკიდან, სტამბოლიდან, დალამანიდან, დუბაიდან, ტაშკენტიდან და ეკატერინბურგიდან. ეს თვითმფრინავებიც ალტერნატიულ აეროდრომებზე გადამისამართდა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics