16:38 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-19 15:00:54, 2437 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში, ტრადიციულად წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა

ბათუმში, ტრადიციულად წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა. წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი წყალში ჩაიძირა. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი, ზოგიერთ ადგილზე ძლიერი ინტენსივობით.

სააგენტოს ცნობით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა მდინარეებში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

ასევე, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

გარემოს ეროვნული სააგენტო საფრთხის დონეს საშუალოდ აფასებს.

 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics