17:31 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 12:22:14, 412 ნახვა

საზოგადოება
საქართველო-ლიტვის კომისიის მესამე სხდომა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროპულ და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე საქართველო-ლიტვის კომისიის მე-3 სხდომა გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,  კომისიის შეხვედრას საქართველოსა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები ხელმძღვანელობდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღესსაქართველოსა და ლიტვის საგრეო საქმეთა სამინისტროების სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორებმა.

უწყების ინფორმაციით,  სხდომის მიმდინარეობისას განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:  საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკურიინტეგრაციის პროცესი,  უსაფრთხოება, ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დამრავალმხრივი ურთიერთობები,  თანამშრომლობა სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში.

 შეხვედრაზე  კიდევ ერთხელ  გაუსვეს ხაზი ლიტვური მხარის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკურიინტეგრაციის პროცესს. აღნიშნეს საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის წარმატებული პროცესი და ამ გზაზე ლიტვურიმხარის დახმარებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

 ყურადღება გამახვილდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზედა  ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის წარმატებით ძალაში შესვლის აუცილებლობაზე, რაც დელეგაციების წარმომადგენელთა შეფასებით ხელსშეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერებასა და აქტიური ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბებას.

 ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით აღინიშნა ეკონომიკური სფეროში არსებულ  მზარდი პოტენციალი. ყურადღება გამახვილდათანამშრომლობის  იმ ახალ შესაძლებლობებზე, რასაც ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და„აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში არსებული სხვადასხვა ინსტრუმენტები იძლევა.  ხაზი გაესვა ბიზნეს საწარმოებსა და ორგანიზაციებსშორის პირდაპირი კომუნიკაციისა და მჭიდრო კავშირების დამყარების მნიშვნელობას და მხარები შეთანხმდნენ, აქტიურად იმუშაონ ხსენებული კონტაქტების დამყარებისა და შენარჩუნებისთვის.

 ევროპული ინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ეფექტურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან. მხარეები მიესალმნენ საქართველოს მთავრობის მიერ 2014-2017 წლებში ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ სტრატეგიის  განხორციელებას. ლიტვამ გამოხატა მზადყოფნა მომავალშიც გაუზიაროს საქართველოს კომუნიკაციის სფეროში სათანადო გამოცდილება.

 ლიტვის დელეგაციამ გამოხატა მზადყოფნა, შემდგომი დახმარება გაუწიოს საქართველოს  განვითარების სფეროში თანამშრომლობის მხრივ, რომლისმიზანია ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაზრდა.   ლიტვის დელეგაციამ აღნიშნა, რომ ლიტვა გააგრძელებს 2015წელს დაწყებული ოთხი პროექტის იმპლემენტაციას და დაადასტურა, რომ 2016 წელს საქართველოში განხორციელდება ოთხი, ახალი განვითარებისპროექტი _ ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, კლიმატური ცვლილების პრევენციის, სოფლის მეურნეობის, სოციალური განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, თანაბარი უფლებების განხორციელების სფეროებში.

კომისიის სხდომაზე განიხილეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი და აღნიშნეს ამ გზაზე საქართველოს პროგრესი.

 ლიტვის დელეგაციამ მაღალი შეაფასა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში და მის წვლილი, როგორც ალიანსისოპერაციებსა და მისიებში, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაში. ლიტვის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს ღია კარისპოლიტიკისადმი უწყვეტი მხარდაჭერა და მისი მზაობა საქართველოს შემდგომ მხარდაჭერაზე რეფორმებსა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში.

 აღინიშნა, რომ ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტზე კიდევ ერთხელ უნდა დადასტურდეს ალიანსის ღია კარის პოლიტიკა და  ხაზი გაესვას საქართველოსათვის ნატოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებას.

 კომისიის შეხვედრაზე ლიტვური მხარის მიერ კიდევ ერთხელ დადასტურდა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა დასუვერენიტეტისადმი.  ხაზი გაესვა ევროკავშირის გადამწყვეტ მნიშვნელობას საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.  საქართველოს დელეგაციამ მადლიერება გამოხატა EUMM-ის  მისიაში ლიტვის აქტიური მონაწილეობის გამო.

 კომისიის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე საქართველო-ლიტვის კომისიისშემდეგი შეხვედრა 2017 წელს, საქართველოში გაიმართება. 

 შეხვედრის დასასრულს, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს კომისიის დასკვნით ოქმს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics