|
2026-09-18 17:59:45, 2118 ნახვა
ეკონომიკა
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერ პრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიურად 1 000 ლარის, ხოლო კამპანიის დასრულებისას, 10 000 ლარის ოდენობით სუპერპრიზის მფლობელები გახდნენ. როგორ? გათამაშებაში მონაწილეობისთვის საჭიროა, მომხმარებელმა მიღებული გზავნილი მობილბანკით ან ინტერნეტბანკით გაანაღდოს. თითოეულ განაღდებულ 150 ლარზე მომხმარებელი გათამაშების ერთ ბილეთს მიიღებს. გათამაშებაში ჩართვა ემიგრანტებსაც შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა, გზავნილების პუნქტიდან გზავნილი საკუთარ თავს გაუგზავნონ. თანხა კი მობილბანკის ან ინტერნეტბანკის საშუალებით გაანაღდონ. აღსანიშნავია, რომ უკვე გამოვლინდა გათამაშების 56 გამარჯვებული, რომელსაც 1000 ლარი გადაეცა. თუმცა, ამ კვირაში გამოვლინდება 7 გამარჯვებული - 1000 ლარის მფლობელი და გათამაშდება ერთი სუპერ პრიზი - 10 000 ლარის ოდენობით. როგორ ჩაერთო გათამაშებაში?
„საქართველოს ბანკში მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენს მომხმარებლებს ყოველდღიური ფინანსური სერვისებით სარგებლობისას კიდევ უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ. ამასთან, გადავწყვიტეთ მომხმარებლისთვის გზავნილის მიღების პროცესი კიდევ უფრო მომგებიანი გაგვეხადა და მიგვეცა შესაძლებლობა, ყოველდღიურად 1 000 ლარის, ხოლო კამპანიის დასრულებისას, 10 000 ლარის ოდენობით სუპერპრიზის მფლობელები გამხდარიყვნენ. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ეს შანსი 21 სექტემბრის ჩათვლით გამოიყენონ. ჩვენ ვაგრძელებთ სერვისების განვითარებას, რათა თითოეული მომხმარებლის გამოცდილება მათთვის კიდევ უფრო სასარგებლო გავხადოთ“,- განაცხადა საქართველოს ბანკის ემიგრანტების საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მარიამ ბექაურმა. ინფორმაციისთვის, გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ბანკის ყველა სრულწლოვან მომხმარებელს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, (საქართველოს ბანკის თანამშრომლების გარდა). გათამაშებაში მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალი და კამპანიის სრული პირობები იხილეთ ბმულზე.
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)