|
2026-09-15 12:46:00, 1453 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა ონლაინ პროდუქტების შეთავაზებისა (Best Online Product Offerings) და ზუსტი დაკრედიტების (Best in Precision Credit & Lending) მიმართულებებით. აღნიშნული აღიარება ბანკმა „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ (World’s Best Digital Banks) 2026 წლის დაჯილდოების ფარგლებში მოიპოვა. ჯამში კი ბანკმა პირველ რაუნდში 33 ნომინაციაში გაიმარჯვა როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო და ბიზნეს მიმართულებებით. საქართველოს ბანკმა ძირითადი საბანკო პროდუქტების მართვა და აქტივაცია სრულად ციფრულ სივრცეში გადაიტანა. დღეს მომხმარებლებს შეუძლიათ გახსნან ანგარიში, შეუკვეთონ ბარათი, განათავსონ დეპოზიტი ან აიღონ სესხი ფილიალში ვიზიტის გარეშე. ამასთანავე, ბანკი აქცენტს აკეთებს პერსონალიზებულ შეთავაზებებზე: Next Best Offer ალგორითმი 150-ზე მეტ ქცევით ცვლადს აანალიზებს და მომხმარებელს ინდივიდუალურად შერჩეულ პროდუქტებს სთავაზობს. ამასთან ერთად, ბანკმა სრულად გარდაქმნა დაკრედიტების პროცესი და ის მთლიანად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ციფრულ გამოცდილებად აქცია. დღეს საცალო სესხების 89% ციფრულად გაიცემა, ხოლო არაუზრუნველყოფილი სესხების 95% სრულად ავტომატიზებულია – მათი დამტკიცება 15 წამზე ნაკლებ დროში ხდება. 2025 წელს ბანკმა წარადგინა სრულად დისტანციური იპოთეკური სესხის გაცემის პროცესიც. აღნიშნული სისტემა რეალურ დროში ახორციელებს შემოსავლების, ვალდებულებებისა და საკრედიტო ისტორიის შემოწმებას, ინტეგრირებულია საჯარო რეესტრთან, ახდენს ქონების იდენტიფიცირებას და დისტანციურად გეგმავს შეფასებას. ციფრული ეკოსისტემა ასევე მოიცავს საკრედიტო ლიმიტის ერთ წუთში დამტკიცებას და ნაწილ-ნაწილ გადახდის შესაძლებლობას. ჩვენი სტრატეგია ეყრდნობა პრინციპს, რომ საბანკო პროდუქტებით სარგებლობა ყოველდღიურობაში მაქსიმალურად მარტივი უნდა იყოს. სხვადასხვა ციფრული გადაწყვეტილებებით ხელს ვუწყობთ ჩვენს მომხმარებლებს დროისა და რესურსების დაზოგვაში. ამის კარგი მაგალითია ციფრული იპოთეკური დაკრედიტების შესაძლებლობა. Global Finance-ის ჯილდო გვიჩვენებს, რომ ჩვენი საცალო მომსახურების გაციფრულების ტემპი და ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებითაც გამორჩეულია“, – განაცხადა გიორგი გურეშიძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ საცალო საბანკო საქმიანობის მიმართულებით. „ამ აღიარების მიღმა უახლესი ტექნოლოგიური არქიტექტურა და მონაცემების მართვის გამართული სისტემა დგას. ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებამ დაკრედიტების პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა. ჩვენი მიზანია, მონაცემთა ანალიზი მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ რისკების სწორი მართვისთვის და, ამავდროულად, მომხმარებელს შევთავაზოთ ზუსტად ის პროდუქტი, რომელიც მას კონკრეტულ მომენტში სჭირდება“, – განაცხადა დავით დავითაშვილმა, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონაცემთა მართვის მიმართულებით. Global Finance-ი, რომელიც 1987 წელს დაარსდა, 196 ქვეყანაში 50,000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს. გამოცემა რეგულარულად ასახელებს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა პროვაიდერებს. მისი ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის სანდოობისა და მაღალი სტანდარტის ნიშნად ითვლება.
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)