21:39 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-15 12:37:03, 1314 ნახვა

ეკონომიკა
81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის - შემოსავლების სამსახურის უფროსი

შემოსავლების სამსახურის უფროს მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ზღვრის 40 000-დან 100 000 ლარამდე გაზრდის შედეგად, 81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის.

"დღეს მოქმედი წესით ამ ოჯახებს, ჯამურად, დაახლოებით, 22 მილიონი ლარის ქონების გადასახადის გადახდა მოუწევდათ. ცვლილების ამოქმედების შემდეგ ეს ვალდებულება მათ აღარ ექნებათ", - განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა საგადასახადო ინიციატივის შეფასებისას.

"ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ქონების გადასახადთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს.

კერძოდ, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე იზრდება, რაც ნიშნავს, რომ, დაახლოებით, 81 ათასი ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის.

კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, რათა შესაბამისმა პირებმა უკვე მიმდინარე წელს ისარგებლონ აღნიშნული შეღავათით", - განაცხადა შემოსავლების სამსახურის ახალმა უფროსმა.

შეგახსენებთ: დღეს მოქმედი კანონის თანახმად, თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გყავთ ავტომობილი ან გაქვთ სახლი ან კიდევ სხვა უძრავი ქონება, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.

ცნობისთვის: ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის სახით სულ 114 მილიონი ლარი გადაიხადეს.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics