22:34 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-14 13:44:20, 919 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის მთავრობამ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

ივანიშვილის მთავრობამ ყოფილ წევრს და სუსის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა „შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე“, 2027 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად დაენიშნა.

დაცვის ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა.

შეგახსენებთ, უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის შემდეგ, უმაღლესი თანამდებობის პირებს დაცვა ენიშნებათ, თუ მათი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics