15:18 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-12 20:17:13, 5316 ნახვა

ევროპის ამბები
საფრანგეთში სამგზავრო მატარებელი უცხო ობიექტთან შეჯახების შემდეგ ლიანდაგიდან გადავიდა- ხელისუფლება დივერსიას ეჭვობს

საფრანგეთში 11 სექტემბრის საღამოს სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. პოლიციის ცნობით, ეს გამოწვეული იყო „უცნობ ობიექტთან“ შეჯახებით. BFM-ის წყაროების თქმით, გამოძიების ძირითადი თეორია დივერსიაა: ლიანდაგებზე რელსის ნაწილი იპოვეს.

ინციდენტი ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კლეონთან ახლოს მოხდა. მატარებელში 180-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. 44 დაშავდა: ერთი ქალი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს, დანარჩენებმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

ლიანდაგიდან გადავარდნამ რამდენიმე მარშრუტზე მოძრაობა პარალიზება გამოიწვია. საფრანგეთის რკინიგზის ოპერატორმა SNCF-მა რუანსა და კანს შორის ხაზზე, ასევე კანსა და ლე ჰავრს შორის ორივე მიმართულებით სერიოზული შეფერხებები გამოაცხადა. პარიზში, რუანიდან და ლე ჰავრიდან მომავალი მატარებლები 11 სექტემბრის საღამოს სენ-ლაზარის სადგურზე დაგვიანდა, სამ საათამდე შეფერხებით.

პარიზი-რუანის ხაზზე მოძრაობა დღეს დილით, 12 სექტემბერს, აღდგა, თუმცა სხვა მონაკვეთებზე შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics