2026-09-12 19:30:21, 2978 ნახვა
სამართალი
სასამართლომ გიორგი ბარამიძისთვის აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ბარამიძეს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ბარამიძე 11 სექტემბერს დააკავეს ღალატის, კერძოდ, დივერსიის ბრალდებით. პროკურატურის ცნობით, აფხაზეთთან ომის შესახებ მისმა განცხადებამ შელახა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაცია და შეურაცხყო ომის ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება. ამავდროულად, ბარამიძის ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, ასევე ძირი გამოუთხარა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და დეოკუპაციის პოლიტიკას.
ეს ბრალდება ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან