21:39 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-11 18:06:57, 1648 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ახლა უკვე დღეში 16 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. მომხმარებლებს აქციების ყიდვა-გაყიდვა შეუძლიათ როგორც ბაზრის გახსნამდე, ისე დახურვის შემდეგ.

სავაჭრო საათებია:

  • 12:00–17:30 — ბაზრის გახსნამდე
  • 17:30–00:00 — რეგულარული სავაჭრო საათები
  • 00:00–04:00 — ბაზრის დახურვის შემდეგ

ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხშირად რეგულარული სავაჭრო საათების მიღმაც ქვეყნდება — მათ შორის: კომპანიების კვარტალური შედეგები, ეკონომიკური მონაცემები და კორპორაციული სიახლეები.

დამატებითი სავაჭრო საათები ინვესტორებს საშუალებას აძლევს, ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესაბამისად, გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად მიიღონ და მომდევნო სავაჭრო დღეს აღარ დაელოდონ.

ახალი ფუნქციონალი — აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გაზრდილი სავაჭრო საათების დამატება — საინვესტიციო პლატფორმის განვითარების კიდევ ერთი ნაბიჯია; ფუნქციონალის მიზანია, ინვესტირება უფრო მარტივი და მოქნილი გახდეს როგორც დამწყები, ისე გამოცდილი ინვესტორებისთვის.

დამატებითი სავაჭრო საათებით სარგებლობა შესაძლებელია თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმიდან: https://app.tbcbank.ge/YiId/vmg69gvc

სავაჭრო საათები მოცემულია თბილისის დროით და შესაძლოა სეზონურად შეიცვალოს.

გაითვალისწინეთ, რომ დამატებითი სავაჭრო საათების ფუნქციონალით სარგებლობისთვის საჭიროა, თიბისის მობაილბანკის აპლიკაციის განახლება. 

ეს არ არის ფინანსური რჩევა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics