01:15 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-10 10:33:28, 1714 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი: თუ რესპუბლიკელები არჩევნებში გაიმარჯვებენ, ამერიკელი ზრდასრული ადამიანები 5000 დოლარს მიიღებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ყველა ზრდასრულ მოქალაქეს 5000 დოლარის დივიდენდს გადაუხდის, თუ რესპუბლიკური პარტია ნოემბრის შუალედურ არჩევნებში კონგრესის ორივე პალატას მოიპოვებს.

„თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში - ორივე პალატაში... მე გადავუხდი 5000 დოლარს დივიდენდს ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ზრდასრულ მოქალაქეს“, - განაცხადა ტრამპმა ტეხასში რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ თუ დემოკრატები გაიმარჯვებენ, შეერთებული შტატები „კომუნისტური ქვეყანა“ გახდება. მან ასევე დაჰპირდა ამერიკელებს ასეთ სცენარში „ჯოჯოხეთი“.

„თუ ჩვენ წავაგებთ, თქვენ დაკარგავთ საზღვარს, დაკარგავთ საგადასახადო შეღავათებს, დაკარგავთ უსაფრთხოებას, დაკარგავთ კეთილდღეობას... თქვენ გაივლით ჯოჯოხეთს - ისევე, როგორც სულ რაღაც ორი წლის წინ. ჩვენ გავიარეთ ჯოჯოხეთი. მთელი მსოფლიო დაგვცინოდა“, - თქვა ტრამპმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics