|
2026-09-08 22:47:53, 1899 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა საქართველოს ბანკი დაფინანსების სერვისების მიმართულებით საუკეთესოდ დაასახელა
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების (Trade Finance) მიმართულებით. აღნიშნული ჯილდო ბანკის მიერ ბიზნესებისთვის საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით შექმნილ შესაძლებლობებსა და ინოვაციურ მიდგომებს უსვამს ხაზს. ვაჭრობის დაფინანსება ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების მართვას, ლიკვიდობის უზრუნველყოფასა და პარტნიორებთან სანდოობის გაძლიერებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციებს ახორციელებენ ან საერთაშორისო ბაზრებზე საქმიანობის გაფართოებას გეგმავენ. "ციფრული ბანკინგი ფინანსური სექტორის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება. ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციისა და მონაცემთა ანალიტიკის განვითარებასთან ერთად, მომხმარებლების მოლოდინებიც იზრდება - მათ სურთ უფრო სწრაფი, პერსონალიზებული და შეუფერხებელი ციფრული გამოცდილების მიღება. ამასთან, ბანკებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, მდგრადობისა და რეგულაციებთან შესაბამისობის გაძლიერება. Global Finance-ის 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოება იმ ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს, რომლებიც ციფრულ საბანკო მომსახურებაში ახალ სტანდარტებს ქმნიან." - განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ. "მოხარული ვართ, რომ Global Finance-ისგან ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მივიღეთ. აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის მიდგომებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც პარტნიორ ბიზნესებს საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით ვთავაზობთ. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტების განვითარებასა და გაციფრულებას, რათა საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციები ბიზნესებისთვის კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და მოქნილი გავხადოთ." - განაცხადა საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელმა, ელენე ცხადაიამ ინფორმაციისთვის, Global Finance-ის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოება ფინანსურ ინსტიტუტებს ციფრული სტრატეგიის, ინოვაციების, პროდუქტებისა და მომხმარებლებისთვის შექმნილი შესაძლებლობების მიხედვით აფასებს. საქართველოს ბანკმა 2026 წლის დაჯილდოებაზე ჯამში 33 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის როგორც საქართველოში, ისე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)