22:58 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-08 22:38:55, 1531 ნახვა

ეკონომიკა
BOG-ის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

1-ლი სექტემბრიდან ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით არის შესაძლებელი. ამასთან, იმის მიხედვით თუ რა სტატუსს ფლობს მომხმარებელი ან ბანკის რომელი ბარათით სარგებლობს, (მაგალითად, Student Card-ი, sCool Card-ი თუ სხვა) მასზე ვრცელდება   შეღავათიანი ან უფასო ტარიფი.  

კერძოდ, Student Card-ის მფლობელები 50% იანი შეღავათით ისარგებლებენ. sCool Card-ის გამოყენებისას კი მგზავრობა სრულიად უფასოა.

ვინ შეძლებს ისარგებლოს შეღავათით:

  • ნებისმიერი სტუდენტი თუ მოსწავლე, რომელსაც აქვს საქართველოს ბანკის ბარათი და შესაბამისი აქტიური სტატუსი, სატრანსპორტო შეღავათით სარგებლობას  ავტომატურად შეძლებს;
  • ქუთაისის უმაღლეს სასწავლებელში წელს ჩარიცხული სტუდენტები  შეღავათიანი ტარიფის გამოყენებას  სტუდენტური სტატუსის გააქტიურების შემდეგ შეძლებენ;
  • მუნიციპალიტეტისგან შეღავათით მოსარგებლე პირები ასევე ისარგებლებენ შეღავათიანი ტარიფით, რომელიც მათ საქართველოს ბანკის საბანკო ბარათებზე ავტომატურად გაუაქტიურდებათ.

საბანკო ბარათის გარდა, მგზავრობის საფასურის გადახდა სამგზავრო ბარათითაც შეგიძლიათ, რომელზეც ასევე შეძლებთ გაიაქტიუროთ სამგზავრო შეღავათი;

როგორ შეუკვეთო საქართველოს ბანკის ბარათი?

თუ ჯერ არ გაქვთ, საქართველოს ბანკის ბარათის შეკვეთა რამდენიმე წამში, სახლიდან გაუსვლელად მობილბანკით  შეგიძლიათ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ  ნომერზე: (0 32) 2 444 444 ან გვეწვიოთ  საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics