22:44 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-07 12:21:56, 659 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე- იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას

იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას და სწორ რელსებზე დაბრუნებას, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, - ამის ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„ამასთან ერთად ყველამ ვიცით, რა არის იმ პროცესების მთავარი მიზეზი, რაც განვითარდა პირველ რიგში უკრაინაში. მთავარი მიზანი არის ევროპის დასუსტება. „დიპ სტეიტის" მთავარი მიზანი არის ევროპის დასუსტება და ეს არის პრაქტიკული შედეგიც იმისა, რაც განვითარდა ჩვენს რეგიონში, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ განსაკუთრებულად შეგვტკივა გული ევროპაზე, ევროკავშირზე და შესაბამისად ძალიან გვაწუხებს ის პროცესები, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები, რომლებიც ვითარდება ევროპაში. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას და სწორ რელსებზე დაბრუნებას, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ ტრადიციულად ევროპული კულტურული სივრცის შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად ძლიერი ევროპა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics