17:32 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 18:06:36, 594 ნახვა

საზოგადოება
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ინფორმაციით, მემანქანეებს 30 დღის განმავლობაში გაფიცვა სასამართლოს განჩინებით აეკრძალათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთობა 2013“-ის გაფიცვის 30 დღით გადადების თაობაზე „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული:

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობასა და მემანქანეების გაერთიანება „ერთობა 2013“-ს შორის ინტენსიურად გრძელდება მოლაპრაკებები მემანქანეების მხრიდან დასმულ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

კომპანია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მოთხოვნებზე კონსტრუქციული მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაში არსებობს რესურსი, იმისთვის, რომ საბოლოოდ მიღწეული იყოს კომპრომისი „ერთობა 2013“-თან, რომელიც დააკმაყოფილებს, როგორც მემანქანეებს, ასევე არ დააზარალებს კომპანიას და არ გამოიწვევს ქალაქის სატრანსპორტო ქსელის შეფერხებას. აქედან გამომდინარე, შემათანხმებელი პროცედურების გაგრძელების მიზნით, კომპანიამ მიმართა შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა განცხადება „გაფიცვის გადადების/ შეჩერების შესახებ“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 აპრილის განჩინებით შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მოთხოვნა 30 კალენდარული დღის ვადით გაფიცვის გადადების თაობაზე დაკმაყოფილდა, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნულ პერიოდში საგაფიცვო მოქმედებების განხორციელება ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობად და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხიმგებლობის ზომის შეფარდებას.

სატრანსპორტო კომპანია თავის მხრივ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, აღნიშნულ პერიოდში მემანქანეების მოთხოვნებთან დაკავშირებით, გააგრძელოს ინტენსიური და კონსტრუქციული დიალოგი კომპრომისული შეთანხმების მიღწევამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics