2026-09-05 11:09:24, 4174 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელმა სამხედროებმა 5-დან 8 სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მიიღეს
„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 5-დან 8 სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მიიღეს.
ამის შესახებ გამოცემის წყაროებმა სხვადასხვა მიმართულებით რამდენიმე ბრიგადიდან და უსაფრთხოების სამსახურების მაღალი თანამდებობის წყარომ განაცხადეს.
მათი თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებს 5 სექტემბრის დილის 12:00 საათიდან 8 სექტემბრის შუადღის 11:59 საათამდე ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მიეცათ.
ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპის მომლაპარაკებლების ვიზიტის დროს უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებს შეწყვეტდა. მან ასევე მოუწოდა რუსულ მხარეს „დუმილის უზრუნველყოფისკენ“.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან