2026-09-04 19:08:04, 3687 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსული დრონი კიევში СБУ-ს მთავარ ოფისს დაეჯახა
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დრონი პირდაპირ СБУ-ს მოქმედი ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრ პოკლადის კაბინეტისკენ იყო მიმართული. არიან დაშავებულები, თუმცა უკრაინის პრეზიდენტს მათი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
მისივე თქმით, მან უკვე ისაუბრა СБУ-ს ხელმძღვანელთან. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში პოკლადი კაბინეტში არ იმყოფებოდა.
„სამწუხაროდ, რუსული დრონი კიევში, ვოლოდიმირსკაიას ქუჩაზე, СБУ-ს ცენტრალურ შენობას დაეჯახა, რომელიც სოფიის ტაძრის მოპირდაპირედ მდებარეობს. დრონი პირდაპირ ამ შენობაში СБУ-ს ხელმძღვანელის კაბინეტისკენ იყო მიმართული. პოკლადს დავავალე, ამ დარტყმას რუსებს სათანადოდ, მტკივნეულად და, შესაძლებლობის შემთხვევაში, სარკისებურად უპასუხოს, როგორც კი ამისთვის ყველაფერი მომზადებული იქნება“, — წერს ზელენსკი.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან