2016-04-07 17:11:08, 659 ნახვა
საზოგადოება
ნიკო ფიროსმანის ძეგლთან 400 ძირი ვარდი დაირგო
გორგასლის ქუჩაზე, ცნობილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ძეგლთან 400 ძირი ვარდი დაირგო.
როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ღონისძიება სიმბოლური ხასიათისაა და თბილისის კიდევ ერთი ლეგენდის გაცოცხლებას ემსახურება.
ბუჩქოვანი, ჯუჯა და ნიადაგმფარავი იშვიათი ჯიშის ვარდები მაისში აყვავდება.
თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოები კრწანისის რაიონის გამგეობის ინიციატივით განხორციელდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან