19:28 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-04 10:28:18, 3722 ნახვა

ომი უკრაინაში
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები

ქალაქ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ლისაკის თქმით, ოდესის ერთ რაიონში დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი შენობები და მანქანები დაზიანდა. მან სამი დაღუპულის და 6 დაჭრილის შესახებ განაცხადა.

კიროვოგრადის ოლქის ქალაქ კროპივნიცკიც დაზარალდა. დაბომბვის შედეგად ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

ზაპოროჟიეს ოლქში დრონით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ხანძარი ასევე გაჩნდა მრავალსართულიან შენობაში.

ადგილობრივი რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას თქმით, დნეპროპეტროვსკის ოლქში დარტყმის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა. კიდევ ერთი ადამიანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics