|
2016-04-07 16:40:37, 785 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს MASHAV-ის ექსპერტები ესტუმრნენ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს (MASHAV) ექსპერტები ესტუმრნენ. დელეგაციას ისრაელის ელჩი საქართველოში, იუვალ ფუქსი ხელმძღვანელობდა. სამუშაო შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შალვა კერესელიძემ გახსნა. ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტები საქართველოს აგრარული სექტორის პოტენციალს გაეცნენ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ექსტენციის საკითხებთან დაკავშირებით სემინარები ჩაატარეს. სამუშაო შეხვედრაზე კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომელიც 2016 წელს ისრაელში, მაშავის პროფესიული სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების გაზიარებას ისახავდა მიზნად. მაშავის პროგრამა დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ სასწავლო კურსებში. ამავე პროგრამის ფარგლებში, კვალიფიციური ექსპერტები ტექნიკურ დახმარებას უწევენ და თანამედროვე ტექნოლოგიებს აცნობენ ქართველ ფერმერებსა და აგროექსპერტებს. სამუშაო შეხვედრაზე მაშავის ექსპერტმა დევიდ სილვერმენმა წარმოადგინა პრეზენტაცია ისრაელის ექსტენციის მოდელის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა დამსწრეთათვის ისრაელის გამოცდილებისა და აღნიშნულ დარგში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. აღსანიშნავია, რომ ისრაელის სახელმწიფო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა სოფლის მეურნეობის სექტორისა და თანამედროვე აგროტექნოლოგიების განვითარების კუთხით. განსაკუთრებით საინტერესოა მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ექსტენციის მიმართულებით. უცხოელი ექსპერტების ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზის გაცნობა და მუშაობის სპეციფიკის ადგილზე შეფასება. კვლევით ცენტრში გამართულ სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცენტრის დეპარტამენტების ხელმძღვანელები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)