|
2026-09-02 15:48:34, 1683 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
9 სექტემბერს, თბილისში Testers’ Day 2026 გაიმართება. ღონისძიება, რომელიც საქართველოში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროფესიონალებს, ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და QA სფეროს ლიდერებს კიდევ ერთხელ გააერთიანებს. ღონისძიების მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი. Testers’ Day საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროფესიული ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ტესტირების სფეროს განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და ტექნოლოგიური საზოგადოების გაძლიერებას ემსახურება. 2026 წლის ღონისძიება GeoSTQB-ის ორგანიზებით გაიმართება და ISTQB-ის საერთაშორისო Conference Network-ის ნაწილია. წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემები ტექნოლოგიური ინდუსტრიის ყველაზე აქტუალურ საკითხებს მოიცავს - ხელოვნური ინტელექტისა და ტესტირების მომავალი, რეალური ტექნიკური გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, QA ბაზრის მიმდინარე ტენდენციები, პროფესიული განვითარება, გუნდური მუშაობა და ხარისხის კულტურა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილება, გაეცნონ რეალურ ქეისებს და ჩაერთონ დისკუსიებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებში. „ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარება მხოლოდ ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების შექმნას არ ნიშნავს - მნიშვნელოვანია ადამიანების, პროფესიული ცოდნისა და იმ კულტურის გაძლიერებაც, რომელიც ხარისხიან ტექნოლოგიურ პროდუქტებს ქმნის. ტესტირება ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია Testers’ Day-ის მხარდაჭერა და იმ პროფესიული საზოგადოების გაძლიერებაში მონაწილეობა, რომელიც ყოველდღიურად ქმნის უკეთეს ციფრულ გამოცდილებას“ - აღნიშნავს ალექსანდრე ისკონიანი, თიბისის ხარისხის უზრუნველყოფისა და პროგრამული ტესტირების ავტომატიზაციის გუნდის ხელმძღვანელი. თიბისი ტექისთვის ტექნოლოგიური საზოგადოების მხარდაჭერა მისი ეკოსისტემის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ტექნოლოგიურ საზოგადოებასთან, მხარს უჭერს პროფესიულ ღონისძიებებს, ცოდნის გაზიარებასა და ახალი თაობის ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)