|
2026-09-02 15:35:29, 1183 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე: ჩემთვის ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ექსპრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილებში გამოთქმულ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია და ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია ყოფილი თანაგუნდელის მხრიდან. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კატეგორიულად მიუღებელია მტკიცებულებების გარეშე იმ კონკრეტული ფაქტით სპეკულირება, რომელიც ერთ-ერთი უფლებადამცველის გარდაცვალებას ეხება და რომელიც დადასტურებულია როგორც სუიციდი. „რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განმარტება და კიდევ გავიმეორებ - ძალიან მიჭირს, რთულია და არ მსიამოვნებს საუბარი, როდესაც საკითხი ყოფილ თანაგუნდელს ეხება, რომელსაც აღიარებული აქვს ის ბრალი, რაც წაუყენეს, და ამისთვის იხდის სასჯელს. შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ჩემთვის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია. იგივე ეს კონკრეტული ფაქტი, რაც დადასტურებულად, სამწუხაროდ, არის სუიციდი, და ამ ფაქტით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ადამიანურად ვამბობ - ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად, ადამიანურად. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ როდესაც ერთხმად ლაპარაკობენ ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და „ნაციონალური მოძრაობა“ - ქვეყნის მტრები, ეს ყველაფერი ძალიან მძიმე სანახავია“, - განაცხადა კახა კალაძემ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა გახდეს თუ არა ღარიბაშვილის ბოლო განცხადება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების საფუძველი, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ გამოძიების საფუძველი ვერ გახდება განცხადება ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე.
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)