2026-09-01 20:50:38, 1208 ნახვა
სამართალი
სვანეთში და ასევე ზღვაში დაკარგული ტურისტი ქალები გარდაცვლილები იპოვეს
სვანეთში დაკარგული 20 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცხედარი ჭალაადის მყინვარის მიმდებარედ არის ნაპოვნი.
ცნობისთვის, გოგონას ძებნის ოპერაციაში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ინტენსიურად იყვნენ ჩართული.
მანამდე, ახალგაზრდა ქალის მიერ დაქირავებული ავტომობილი ჭალაადის მყინვართან იპოვეს.
გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ზღვაში იპოვეს ქალის ცხედარი. ქალს მაშველები 30 აგვისტოდან ეძებდნენ. ქალი 29 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 11 საათისათვის, ბათუმის ძველი ბულვარის მიმდებარედ შევიდა ზღვაში და გაუჩინარდა.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან