23:49 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-01 15:15:20, 791 ნახვა

პოლიტიკა
მახაშვილი - არავინ გამოსულა ისლანდიაში აქციებზე და მეორე დღეს ისლანდიელებს ჩელიაბინსკში არ გაუღვიძიათ

„საქართველოს ხელისუფლებას საკუთარ ხალხზე ზრუნვა დაუწუნეს და ქვეყანაში მშვიდობა პრორუსულობად მოუნათლეს. ამ სიყალბის შემოქმედებად შიდა რადიკალური ჯგუფები დაასვეს თავზე ქვეყანას", - განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა ლევან მახაშვილმა.

როგორც ლევან მახაშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის ორი მნიშვნელოვანი რეალობა - მშვიდობისა და სტაბილურობის ფასი და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვის აუცილებლობა. 

მისივე შეფასებით, საინტერესო იყო ისლანდიის რეფერენდუმის შედეგიც, სადაც ისლანდიის მოსახლეობის 52%-მა უარი განუცხადა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. მისივე თქმით, საინტერესოა ისიც, რომ რეფერენდუმში მონაწილე დანარჩენი 48% არ გამოსულა და არ დაუწყია სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი, პოლიციელების ცოცხლად დაწვა, რევოლუციები და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. 

„რეფერენდუმის დღე არავის გამოუცხადებია დემოკრატიის „შავ დღედ", არავის მიუღია რეზოლუციები და სანქციები ისლანდიელი ხალხის დასასჯელად, ევროკავშირიდან არავინ გამოსულა ისლანდიაში აქციებზე და მეორე დღეს ისლანდიელებს ჩელიაბინსკში არ გაუღვიძიათ. ეს ხმა გასაგები აღმოჩნდა ბრიუსელისთვის. რატომღაც, ასეთი „გასაგები" არ ყოფილა ქართველების ხმა ბრიუსელისთვის. არადა ხალხის ნება არის ხალხის ნება ისლანდიაშიც, შვეიცარიაშიც და საქართველოშიც", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისივე თქმით, ძლიერი და ჯანსაღი ევროპა საქართველოს ინტერესებშია.

„ძლიერი ევროპა საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია. საქართველო და ქართველი ხალხი ვერ იქნება ომის დღის წესრიგს გამოკიდებული ბიუროკრატების მეგობარი. საქართველო იყო, არის და იქნება ევროკავშირის, როგორც ჯანსაღი, დემოკრატიული, საკუთარი და სხვისი ინტერესების და სუვერენიტეტის პატივისმცემელი ორგანიზაციის პარტნიორი. ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ ევროპელი ლიდერები გაიაზრებენ მათ პასუხისმგებლობას და იმოქმედებენ არა არაფორმალური ინტერესთა ჯგუფების კარნახით, არამედ საკუთარი ეროვნული ინტერესებით. ეს სასარგებლო იქნება მათი ქვეყნებისთვისაც და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვისაც", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics