16:54 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 15:37:23, 446 ნახვა

პოლიტიკა
მიროტაძე პირადი საიდუმლოების გასაჯაროვებაზე: ცოტა დაგვიანებულიცაა ეს რეგულაცია

"ეროვნული ფორუმის" პირადი ცხოვრების საიდუმლოების  გასაჯაროვებაზე სასჯელის გამკაცრებას მხარს უჭერს.

როგორც ფრაქციის წევრმა ანი მიროტაძემ პარლამენტში განაცხადა,  მყარადაა  დარწმუნებული, რომ სასჯელის გამკაცრება ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენს, დანაშაულის ჩადენის მსურველი პირების გადაწყვეტილებაზე. თუმცა, მიროტაძე ფიქრობს, რომ ეს რეგულაცია ცოტა დაგვიანებულია.

"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მხარს ვუჭერ, არა მხოლოდ მხარს ვუჭერ, მეც ვიყავი იმ ადამიანთა შორის, ვინც ფიქრობდა, რომ უნდა გამკაცრებულიყო სასჯელი და გადასულიყო მძიმე კატეგორიის დანაშაულში, არა იმიტომ, რომ მორალური ვალდებულებაა მხოლოდ და ამას არ ექნება შედეგი.

მყარად ვარ იმაში დარწმუნებული, რომ სასჯელის გამკაცრება ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენს დანაშაულის ჩადენის მსურველი პირების გადაწყვეტილებაზე და მგონია, რომ ცოტა უფრო დაგვიანებულიც არის ეს რეგულაცია. მე არ ვფიქრობ, რომ ამას მხოლოდ პრევენციული ხასიათი აქვს და არ ვფიქრობ, რომ კანონის მიღება არაფერს არ შეცვლის, ეს სხვა საქმეა, რამდენად კომპლექსური იქნება ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ბაზა საკანონმდებლო, რომლის მიხდვითაც მოხდება დაკვალიფიცირება მსგავსი ტიპის დანაშაულის. მე და ჩემი ფრაქცია ამ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს ვუჭერთ",-განაცხადა ანი მიროტაძემ.

პირადი ცხოვრების საიდუმლოების გასაჯაროებისა და ხელყოფისათვის სასჯელის გამკაცრების მიზნით მომზადებულ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics