|
2026-08-30 13:23:49, 977 ნახვა
მსოფლიო
ვენესუელამ აშშ-სთან ნავთობის შეთანხმების პირობები გაასაჯაროვა: 25 წლიანი და დღეში 1,5 მილიონ ბარელზე მეტი წარმოება
ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ენერგეტიკული შეთანხმება 25 წლით არის გათვლილი და ითვალისწინებს ქვეყნის ნავთობის წარმოების დღეში 1,5 მილიონ ბარელზე მეტ გაზრდას. მისი თქმით, შეთანხმება ინარჩუნებს ვენესუელას საკუთრებას და სუვერენიტეტს ბუნებრივ რესურსებზე. „ეს ორმხრივი პროექტი 25 წლით არის გათვლილი და ითვალისწინებს 17 სტრატეგიული ნავთობის საბადოს განვითარებას, რომლის წარმოების სამიზნე დონე დღეში 1,5 მილიონ ბარელზე მეტი იქნება“, - განაცხადა როდრიგესმა სახელმწიფო ტელევიზიის VTV არხზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეში 1,5 მილიონი ბარელი შეთანხმების მხოლოდ საწყისი მიზანია. უფრო ფართო გეგმა ასევე მოიცავს რვა ახალი ნავთობბლოკის განვითარებას და ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაფართოებას. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს გამოაცხადა ვენესუელას ნავთობის რესურსებზე ნაწილობრივი კონტროლის ამერიკული კომპანიებისთვის გადაცემის გეგმები. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა კერძო ბიზნესებთან პარტნიორობის გზით მოიპოვა კონტროლი ვენესუელას 65 მილიარდ ბარელზე მეტი დადასტურებული ნავთობის რეზერვების უმეტესობაზე. ვენესუელას მსოფლიოში ყველაზე დიდი დადასტურებული ნავთობის მარაგი აქვს, თუმცა ამჟამად დღეში დაახლოებით 1.25 მილიონ ბარელს აწარმოებს. წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა არასაკმარისი ინვესტიციების, არასწორი მენეჯმენტისა და სანქციების წლების გამო. როდრიგესი ვარაუდობს, რომ ახალ შეთანხმებას შეუძლია ვენესუელის მთავრობისთვის დაახლოებით 209 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოიტანოს, ბარელზე ნავთობის საშუალო ფასის, 65 დოლარის გათვალისწინებით. შეთანხმების ფარგლებში წარმოებული და გაყიდული ყოველი ბარელიდან დაახლოებით 19 დოლარი პირდაპირ ქვეყნის ბიუჯეტში გადავა. „ვენესუელა ინარჩუნებს საკუთრებას და სუვერენიტეტს თავის ბუნებრივ რესურსებზე“, - თქვა როდრიგესმა. მან დასძინა, რომ შეთანხმება ქვეყანას საშუალებას მისცემს, მოიზიდოს ამერიკული კაპიტალი, ტექნოლოგია და ექსპერტიზა ნავთობის ინდუსტრიის აღსადგენად, რომელიც სანქციების შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა. ვენესუელის ხელისუფლება აპირებს მომავალ კვირას ხელი მოაწეროს შეთანხმებებს, რომლებიც რამდენიმე კომპანიას, მათ შორის ამერიკულს, ნავთობის მოძიებისა და წარმოების ახალ უფლებებს მიანიჭებს. მოლაპარაკებებთან დაახლოებული წყაროების ცნობით, ამერიკული კომპანია „შევრონი“ იმ კომპანიებს შორისაა, რომლებმაც შესაძლოა შესაბამისი შეთანხმებები გააფორმონ.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)