11:20 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-29 20:42:38, 5642 ნახვა

სხვადასხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში, რიწის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი ტურისტების ჯგუფს სცემეს

26 აგვისტოს, ოკუპირებულ აფხაზეთში, რიწის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი ტურისტების ჯგუფს სცემეს. კონფლიქტი ადგილობრივებსა და რუსებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც რუს ტურისტებს კაფეში მომსახურების ხარისხი არ მოეწონათ და გადასახადი გააპროტესტეს. გავრცელებული ინფორმაციით, 30-მდე ადგილობრივმა რუსებს სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა. დაზარალებულების თქმით, ადგილობრივებმა ჩხუბის დროს გამოიყენეს სკამები და ჭიქებიც. 

ადგილზე მისულმა ე.წ. სამართალდამცველებმა რუსები გუდაუთის "მილიციის" განყოფილებაში გადაიყვანეს. მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. ერთ-ერთს ყბის მოტეხილობა დაუდგინდა, დანარჩენებს კი ტვინის შერყევა, ჰემატომები, ნაკაწრები და ჭრილობები აღენიშნებოდათ.

გამოცემა Кавказский Узел-ის ცნობით, დაზარალებული რუსი ტურისტები აცხადებენ, რომ სამი დღის შემდეგაც მათი ცემისთვის არავინ დასჯილა. ისინი 
სისხლის სამართლის საქმის აღძვრასა და თავდამსხმელების დაკავებას ითხოვენ და დახმარებისთვის რუსეთის ხელისუფლებას მიმართავენ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics