2026-08-29 10:23:38, 1008 ნახვა
მსოფლიო
„განკითხვის დღის რადიო“ აძლიერებს აქტივობას CIA-ს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ
იდუმალი რუსული რადიოსადგური UVB-76, რომელიც ცნობილია როგორც „განკითხვის დღის რადიო“, მოულოდნელად გააქტიურდა CIA-ს დირექტორის, რეტკლიფის, მოსკოვში ვიზიტიდან დაახლოებით 24 საათის შემდეგ. Ynet-ის ცნობით, სადგურმა თავისი ჩვეული მონოტონური ზუზუნი მინიმუმ 25-ჯერ შეწყვიტა და ციფრებს, სიტყვებსა და ასოების კომბინაციებს გადასცემდა.
აღსანიშნავია, რომ UVB-76-ის აქტივობის წინა დაფიქსირებული პიკი 2025 წლის 12 თებერვალს დაფიქსირდა - თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ტრამპისა და პუტინის პირველი სატელეფონო საუბრის დღეს.
UVB-76 1970-იანი წლებიდან 4625 kHz სიხშირეზე მუშაობს. მისი დანიშნულება ოფიციალურად არ გახმაურებულა, მაგრამ ითვლება, რომ სადგური შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის სამხედროების მიერ დაშიფრული შეტყობინებების გადასაცემად.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან