|
2026-08-27 13:28:49, 1094 ნახვა
საზოგადოება
რეჟიმი მოდულებიანი (მუყაოსმაგვარი) სკოლების აშენებას გეგმავს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, იგეგმება საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. მათი ცნობით, დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის გამოყენება დაგეგმილია იმ სკოლებში, სადაც ახალი შენობის მშენებლობის ან არსებულის რეაბილიტაციის პერიოდში დროებითი სასწავლო სივრცის მოწყობა გახდება საჭირო. მოდულირებული სკოლა გულისხმობს ქარხნულად დამზადებულ, ტრანსპორტირებადი სასწავლო სივრცეებისგან აწყობილ კომპლექსებს, რომელთა ადგილზე მონტაჟიც სწრაფადაა შესაძლებელი. იგეგმება ჯამში 750-მდე მოდულის შესყიდვა - 600 საკლასო ოთახი, 100 ადმინისტრაციული და 50 სანიტარული კვანძის მოდული. "მოდულური დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის შეძენის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს. ინიციატივის მიზანია, ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროულად შეიქმნას უსაფრთხო, სრულად აღჭურვილი და სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი დროებითი სივრცეები, რათა სამშენებლო სამუშაოების გამო არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და მაქსიმალურად შემცირდეს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანის საჭიროება. მოდულური სკოლები წარმოადგენს ქარხნულად დამზადებული, სრულად აღჭურვილი და ტრანსპორტირებადი სასწავლო სივრცეებისგან აწყობილ სასკოლო კომპლექსებს, რომელთა ადგილზე მონტაჟი მოკლე დროშია შესაძლებელი. მათი გამოყენება დაგეგმილია იმ სკოლებში, სადაც ახალი შენობის მშენებლობის ან არსებულის რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროებითი სასწავლო სივრცის მოწყობა გახდება საჭირო. მოდულური სკოლების საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ დროებით სწავლა გააგრძელონ უშუალოდ სკოლის ტერიტორიაზე ან მასთან ახლოს, უსაფრთხო და სრულად აღჭურვილ გარემოში. ეს შეამცირებს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანისა და ყოველდღიური ტრანსპორტირების საჭიროებას და ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის უწყვეტობას. პროექტი ითვალისწინებს ექსპლუატაციისთვის მზა სასკოლო მოდულების შეძენასა და საჭიროების მიხედვით მათ ადგილზე მონტაჟს. შესაბამის ტერიტორიებზე, საჭიროების შემთხვევაში, მოეწყობა გარე საინჟინრო ინფრასტრუქტურაც. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე ტიპის, ჯამში 750-მდე მოდულის შესყიდვა — 600 საკლასო ოთახის, 100 ადმინისტრაციული და 50 სანიტარული კვანძის მოდული." - ნათქვამია განცხადებაში. განვითარების ფონდი აგრეთვე წერს, რომ კლასები გათვლილი იქნება 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე. ყველა მოდული აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო სივრცითა თუ სისტემით. ინფრასტრუქტურა მრავალჯერადი გამოყენებისთვის იქნება განკუთვნილი და შესაძლებელი იქნება საჭიროების შესაბამისად ახალ ტერიტორიაზე გადატანა. "ადმინისტრაციულ მოდულებში განთავსდება სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და ექიმის სამუშაო სივრცეები, ასევე სამეურნეო დანიშნულების ოთახები და შესაბამისი სანიტარული კვანძები. მოდულების ერთმანეთთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება საჭიროების შესაბამისი ზომისა და დაგეგმარების ერთიანი სასკოლო სივრცის შესაქმნელად. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მათი განსხვავებული კონფიგურაციითა და ორ სართულად განთავსებაც. ყველა მოდული აღიჭურვება ელექტრომომარაგების, განათების, გათბობა-გაგრილების, სახანძრო უსაფრთხოების, ვიდეომეთვალყურეობისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებით და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოდულური დროებითი ინფრასტრუქტურა მრავალჯერადი გამოყენებისთვის იქნება განკუთვნილი — კონკრეტულ სკოლაში საჭიროების დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება მოდულების დემონტაჟი, სხვა ტერიტორიაზე გადატანა და ხელახლა მოწყობა." - აცხადებს განვითარების ფონდი და აღნიშნავს, რომ "მსგავსი მოდულური დროებითი სასწავლო სივრცეების გამოყენება აპრობირებული პრაქტიკაა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პერიოდში, როდესაც დროებითი სასწავლო სივრცეების სწრაფად მოწყობის საჭიროება დგება".
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)