2026-08-27 11:18:32, 1114 ნახვა
საზოგადოება
27-28 აგვისტოს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი - სააგენტო გაფრთხილებას აქვეყნებს
გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას აქვეყნებს და წერს, რომ 27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში, ხოლო 28 აგვისტოს კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქსა და შემოგარენ ტერიტორიაზე ვარაუდობენ "ზოგან ძლიერი ინტენსივობის" წვიმას. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაც.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)" - წერს სააგენტო.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან