2026-08-26 16:33:33, 1744 ნახვა
სამართალი
ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა თანამშრომელს დაეჯახა – კაცი დაიღუპა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში „სანდასუფთავების“ მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა, რის შედეგადაც კაცი დაიღუპა.
თვითმხილველების თქმით, დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც ის თანამშრომელს დაეჯახა.
შს სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან