17:32 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 14:11:11, 612 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ხარების სადღესასწაულო წირვას სოფელ ქანდაში დაესწრო

საქართველოს პეზიდენტი  და  პირველი ლედი   ხარების  სადღესასწაულო წირვას  სოფელ ქანდაში ცამეტი ასურელი მამის სახელობის ტაძარში დაესწრნენ.

გიორგი მარგველაშვილმა ხარების დღესასწაული  საზოგადოებას  სოფელ  ქანდიდან მიულოცა:

„მთელ საქართველოს ქანდის მშვენიერი სოფლიდან ვულოცავ  ახლის,  იმედის დღესასწაულს, ხარებას.  ღმერთმა მთელ საქართველოს ხარების მადლი  შეაგრძნობინოს!"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ ქანდაში  ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერში სადღესასწაულო წირვა მამა სერაფიმემ  (ბით-ხარიბიმ) აღავლინა და  გიორგი მარგველაშვილის ოჯახს  მაცხოვრის უძველესი ხატი უსახსოვრა.  თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ტაძარში მრევლთან საუბრისას, ბავშობაში სირიის  ქალაქ მალოულაში სტუმრობა გაიხსენა, სადაც წმინდა თეკლეს მონასტერში,  პირველად მოისმინა არამეულ ენაზე შესრულებული მართლმადიდებლური წირვა.

სოფელ ქანდაში ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი 1997  წელს ამოქმედდა, 2010 წლიდან კი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ღვთისმსახურება ქართულთან ერთად  მაცხოვრის ენაზე - არამეულზეც დაწესდა. დღეისათვის მართლმადიდებლურ სამყაროში ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი ერთადერთია, სადაც მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა ქართულ-არამეულ ენებზე აღევლინება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics